პირველი თებერვლიდან ბათუმში და კიდევ რამდენიმე ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება

22 იანვარი 2021, 13:11 9539 ნახვა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 თებერვლიდან ბათუმსა და კიდევ 4 ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, გაიხსნება სკოლები, მაღაზიები და სავაჭრო ობიექტები.

"​ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან  გამომდინარე, ვინაიდან გარკვეულ რეგიონებში გვაქვს სიტუაციის შემსუბუქების ნიშნები შეგვიძლია, რომ წერტილოვანი შეზღუდვებიც შევამსუბუქოთ. დღეს, საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 1 თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა.

თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში პირველი თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. სკოლების და შესაბამისად მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა დაგეგმილია პირველი მარტიდან"-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი