საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ვიზიტს განაგრძობს. სალომე ზურაბიშვილი დღეს ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება. შემდეგ კი მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება. დღესვე ის იუსტიციის საკითხებში ევროკომისარს შეხვდება. პრეზიდენტი უკვე შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს და უმაღლეს წარმომადგენელს ჟოზეფ ბორელს. საუბარი შეეხო მსოფლიოში არსებულ რთულ ეპიდ ვითარებას.