ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მკვლელობა მოხდა. 60 წლამდე მამაკაცის ცხედარი საკუთარ სახლში იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს სავარაუდოდ ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული. შემთხვევის ადგილას ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.