გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, სხეულის მსუბუქი დაზიანებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს. პროკურორ ვახტანგ სადღობელაშვილის ინფორმაციით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ერთ-ერთი მოწმე, რომელსაც დაზარალებულის სტატუსიც აქვს, ვახტანგ ახველდიანი დაიკითხება. დღესვე გამოკითხება 2 ექსპერტი, რომელთა დასკვნებთან დაკავშირებითკითხვები აქვთ ადვოკატებს.