ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით მოქმედებდნენ - პროკურატურა

21 იანვარი 2021, 14:14 860 ნახვა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე ბრალდებულების ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩვას მიმართ გამოძიება დაასრულა და საქმე განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოში წარიმართება. ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

პროკურატურაში განმარტავენ, რომ ბრალდებულები სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში მოქმედებდნენ ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით, ამის შესახებ უწყებამ არსებული ვიდეო და აუდიო მტკიცებულებები წარმოადგინა.

"ასეულობით საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა და დადგინდა, რომ ბრალდებულები სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში მოქმედებდნენ ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით. საზღვრის ხაზზე შეთანხმებისას ნაცვლად 1938 წლის კარტოგრაფიული მასალისა ისინი მიზანმიმართულად იყენებდნენ 1970-80 წლებში გამოცემულ ერთ 100 000 და ერთ 50 000 მასშტაბის რუკებზე ასრებულ საზღვრის ხაზს, რომლებიც სახელმწიფოთა შორის ორმხრივად დამტკიცებული არასოდეს ყოფილა და არსებით წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩვენს ისტორიულ საზღვრებთან"-აცხადებენ პროკურატურაში.

პროკურატურის განცხადება იხილეთ ვრცლად.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი