გადაწყვეტილება შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი - ჯანდაცვის მინისტრი 

21 იანვარი 2021, 12:11 1361 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილებას მთავრობა მიმდინარე კვირაში მიიღებს. 

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საკითხზე საბჭოს ფორმატშიც მსჯელობენ. 

''შეზღუდვების შემსუბუქებაზე ჩვენ საბჭოს ფორმატში ვმსჯელობთ ეკონომიკურ გუნდთან ერთად. ამ კვირაში მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს და  რა თქმა უნდა გავაცნობთ საზოგადოებას'' - განაცხადა მინისტრმა. 

ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები შეზღუდვების შემსუბუქებას, სასტუმროების, რესტორნების, სამთო კურორტების გახსნას და მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენას ითხოვენ.  

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი