შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი რუსეთის მოქალაქე დააკავა. დადგენილია, რომ იგი საქართველოში ერთი წელია იმყოფება. მას ბრალად დანაშაულებრივი ორგანიზაციის შექმნა და მართვა, ადამიანის გატაცება, მუქარით გამოძალვა, ძალის გამოყენებით ან ძალის გამოყენების მუქარით პროსტიტუციაში არასრულწლოვნების ჩართვა, ორგანიზებული დაჯგუფების მიერ არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება, ასევე საშუალო სიმძიმის სხეულის განზრახ დაზიანება ედება.