“შეიძლება ვთქვათ, რომ სხვა თანაბარ პირობებში გაცვლითი კურსის მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ველოდებით” - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა. კობა გვენეტაძის თქმით, ეროვნული ბანკი კურსის პროგნოზს არ აკეთებს, და მისი ფუნქცია ეს არის დაბალი და სტაბილური ინფლაციის შენარჩუნება, რამაც გრძელვადიან პერიოდში ლარის სტაბილურობა უნდა განაპირობოს. მისივე თქმით, იყო ერთჯერადი ფაქტორები, რომლებაც გაცვლით კურსზე გავლენა მოახდინეს.