ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2 ლარი და 40 თეთრი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.38 თეთრს შეადგენდა. ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.63 თეთრად იქნება შესაძლებელი.