ვითარება გზებზე

19 იანვარი 2021, 12:03 1096 ნახვა

ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო  ახალქალაქი კარწახის თურქეთის  საზღვართან, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. ასევე აკრძალვა ეხებათ გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მიმართულებით, ასევე  ჩუმათელეთი-ხუნევი მონაკვეთზე  მოძრავ მისაბმელიან და ნახევრადმისაბმელიან ტრანსპორტს. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები კობი-გუდაურის სამხედრო გზაზე ზვავსაშიში ფერდობების მონიტორინგს თოვლმავალით განახორციელებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი