კიდევ ერთი კონცერტი მაყურებლის გარეშე. ამჯერად ღონისძიება ორბელიანების სასახლის ეზოში გაიმართება. მასში ქუჩის მუსიკოსების მონაწილეობენ. ამ კონცერტისთვის კი პრეზიდენტის ადმინისტრაცია 16 000 ლარამდე დახარჯავს კონცერტში. პრეზიდენტის მრჩევლის, ირინე შენგელიას განცხადებით, მსგავსი ღონისძიებებით ხაზს უსვამს ორბელიანების სასახლის ღიაობას და სასახლე ტრადიციებს დაიბრუნებს. კონცერტი დღეს 18:00 საათზე დაიწყება , რომელიც გადაიცემა პრეზიდენტის ოფიციალური ფეისბუქ გვერდისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდის საშუალებით.