თამარ გაბუნია: ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი "ფაიზერით" დაიწყება

18 იანვარი 2021, 14:47 781 ნახვა

ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი "ფაიზერით" დაიწყება და შემდეგ, შესაძლოა, ქვეყანამ "კოვაქსის" პლატფორმიდან  "ასტრაზენეკასთან" დაკავშირებით შემოთავაზება მიიღოს - ამის შესახებ საკორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა. როგორც თამარ გაბუნიამ თქვა, ქვეყანა ვაქცინაციის დასაწყებად მზად არის. ახლა რაც შეეხება სტატისტიკურ მაჩვენებელს. ქვეყანაში  ბოლო 24 საათში 25 ადამიანი გარდაიცვალა. დაბალია ახალი შემთხვევების რაოდენობა. 5 ათასი კვლევიდან 110 შემთხვევაში დადასტურდა კორონავირუსი. მხოლოდ 13 ინფიცირებული გამოვლინდა რეგიონში. კლების ტენდენცია დადებითია, თუმცა ამირან გამყრელიძის თქმით, სტატისტიკური მონაცემი არ ასახავს რეალობას და დამშვიდების საფუძველი ჯერ კიდევ არ არის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში