100 წელს გადაცილებული მოქალაქეების ერთჯერადი დახმარების" პროგრამის ფარგლებში აჭარაში მცხოვრებ 100 წელს გადაცილებულ 48 მოქალაქეს 1000-1000 ლარი გამოეყო. აქედან ორ მათგანს 100 წელი 2021 წლის პირველ იანვარს შეუსრულდა. 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს შორის 2 კაცია, 46 კი ქალი.
ყველაზე უხუცესი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ირემაძეებში მცხოვრები 115 წლის ფატყუმე ირემაძეა. წლის ბოლომდე აჭარაში 100 წელი კიდევ 14 ადამიანს შეუსრულდება, ისინი თანხას საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით მიიღებენ. რაც შეეხება გასულ წელს, აჭარაში 100 წლის და 100 წელს გადაცილებული 60 მოქალაქე ცხოვრობდა.