სამუშაო ვიზიტი ესპანეთის სამეფოში

17 იანვარი 2021, 12:15 1010 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი  ესპანეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. დავით ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 113-ე სესიაში.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი შეხვედრებს გამართავს  ესპანეთის საგარეო საქმეთა, ევროკავშირის და თანამშრომლობის , ასევე ესპანეთის შინაგან საქმეთა და მიგრაციის მინისტრებთან. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ოფიციალური მიღება ესპანეთის მეფის ფილიპე IV სახელით. ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში