თავისუფალი სტილით მოჭიდავეების 9 მედალი და ჩემპიონობა

17 იანვარი 2021, 10:00 1275 ნახვა

საფრანგეთის ქალაქ ნიცაში ანრი დეგლანის სახელობის საერთაშორისო გრან-პრის გათამაშებაზე საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრებმა 4 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ტურნირის ჩემპიონები ბექა ლომთაძე (61 კგ), ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ), ნიკა კენჭაძე (79 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) გახდნენ.

ვერცხლის მედლებს დათო ტლაშაძე (74 კგ) და გივი მაჭარაშვილი დასჯერდნენ, ბრინჯაოს მედლები ბექა ბუჯიაშვილმა (57 კგ), ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (65 კგ) და ირაკლი მწითურმა (92 კგ) მოიპოვეს.

საერთო გუნდურ ჩათვლაში გიორგი იანტბელიძის თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა პირველობა არავის დაუთმო, მეორე ადგილზე აშშ, ხოლო მესამეზე აზერბაიჯანი გავიდა.

დღეს საჭიდაოდ საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ნუგზარი წურწუმია (55 კგ), ბექა მამუკაშვილი (77 კგ), გურამ ხეცურიანი (87 კგ), გიორგი მელია (97 კგ), სულხან ბუიძე (130 კგ) გამოვლენ. წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში