მიზნობრივი სოციალური დახმარებისთვის განაცხადების მიღების ვადა 20 თებერვლამდე გაგრძელდა. დახმარების გაცემა კი 28 თებერვლიდან დაიწყება. შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მიზნით უკვე 45 000 განაცხადი დარეგისტრირდა.