ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ყველა პარტიას მოუწოდებს პარლამენტში დაიკავონ ადგილები და მის დემოკრატიულ ფუნქციონირებას ძირი არ გამოუთხარონ. წლიურ ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ არჩევნებზე გამოვლინდა ხარვეზები. მონიტორინგის კომიტეტი საქართველოს მოუწოდებს, სრულად და გამჭვირვალედ გამოიძიოს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გადაცდომების შესახებ ყველა ბრალდება. ანგარიშის თანახმად, საქართველოში პოლიტიკური კლიმატი პოლარიზებული და სადავოა. ასამბლეა აღნიშნავს, რომ საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული. ანგარიშში საუბარია ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასა და კამპანიის დაფინანსების სუსტ რეგულაციებზეც. დოკუმენტში ასევე წერია, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში სიტუაცია უარესდება რუსეთის მცოცავი ოკუპაციის გამო, რაც სერიოზული შეშფოთების მიზეზია.