ფქვილი გაძვირდა, გაიზრდება თუ არა სუბსიდია

13 იანვარი 2021, 20:07 2265 ნახვა

ფქვილზე მომატებული ფასის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მსოფლიო ბაზარზე ფასის ზრდას, საქართველოში კი კომუნალურ გადასახადებზე მომატებულ ფასს ასახელებენ.  მთავრობა საკვების წარმოების სფეროში არსებულ კომპანიებს დენზე მომატებული ტარიფის 50%-ს დაუსუბსიდირებს.

ბაზარში 1 ტომარა ფქვილის ფასი 65 ლარსაც აჭარბებს, თუმცა მეხორბლეთა ასოციაციაში ამბობენ, რომ პური არ გაძვირდება, რადგან  მთავრობის გადაწყვეტილებით, დეკემბრიდან ფქვილის ფასი სუბსიდირდება და საწარმოებისთვის 50 კილოგრამიანი ფქვილის ფასი 53 ლარითაა განსაზღვრული,ანუ მათთვის ფასი არ გაძვირებულა.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი