ჩოხატაურში მომხდარ ინციდენტს სრულიად საქართველოს ყოფილი მუფთი და დასავლეთ საქართველოს მქადაგებელი ბეგლარ ქამაშიძე გამოეხმაურა. ამბობს, რომ კონფლიქტის მოგვარებაში ორივე რელიგიის წარმომადგენლები უნდა ჩაერთონ.
აღნიშნა, რომ ქრისტიან და მუსლიმ მოსახლეობას თანაცხოვრების მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, ფიქრობს, რომ დღეს ამ დაპირისპირებას ხელოვნურად ქმნიან.