ქედაში ადიდებულმა მდინარემ წონიარისი-კანტაური-ტიბეთას საავტომობილო ხიდს ბურჯი გამოაცალა. ხიდის ერთი ნაწილი ჩავარდა. მოძრაობა შესაძლებელია მხოლოდ შემოვლითი გზით. ადგილობრივები ამბობენ, რომ შემოვლითი გზა 8 კილომეტრით უფრო შორი და გადაადგილება საკმაოდ რთულია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
წონიარისის საავტომობილო ხიდის მდგომარეობას საპროექტო ორგანიზაცია შეისწავლის, რის შემდეგაც აღდგენითი სამუშაოები დაიგეგმება.
მერიის ინფორმაციით, დატბორილია სოფელ ბზუბზუში საუბნო გზა, ხოლო დოლოგანში ადიდებულმა მდინარემ ელექტროენერგიის ბოძი დააზიანა და მობილური ჯგუფების მიერ მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
უხვი ნალექის გამო პრობლემები შეიქმნა სხვა მუნიციპალიტეტებშიც. ხულოში, დიდაჭარა-საციხურის საავტომობილო გზის მონაკვეთი ჩავარდა.
ფოტო: მარინა ბერიძე