აჭარაში ოპოზიცია ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადის. გაერთიანებულმა ოპოზიციამ ბათუმის შემდეგ ე.წ თავისუფლების კვარტალი მუნიციპალიტეტებშიც დააფუძნა. თითოეულ კვარტალს თავისი ხელმძღვანელი ეყოლება, რომლებიც მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავენ და მათი მოთხოვნების არსს გააცნობენ.
აჭარის მთავრობის სახლთან უკვე 70 დღეა კარვებია გაშლილი და ოპოზიცია უწყვეტ რეჟიმში 2020-ის არჩევნებს აპროტესტებს. ისინი ცესკოს ადმინისტრაციის შეცვლას, ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.