„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ კორუფციის სავარაუდო შემთხვევების ახალ სიას აქვეყნებს

09 იანვარი 2021, 15:12 271 ნახვა

მაღალი დონის სავარაუდო კორუფციის გამოუძიებელი შემთხვევები- ,,საერთაშორიო გამჭვირვალობა- საქართველო’’ ახალ სიას აქვეყნებს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში მაღალი დონის ე.წ. ,, ელიტური’’ კორუფცია და მასზე არასათანადო  რეაგირება გამოიკვეთა, როგორც კორუფციის მხრივ საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განახლებად სიაში რამდენიმე კონ კრეტული შემთხვევაა მოყვანილი, რომელიც სავარაუდო  კორუფციას უკავშირდება. მათ შორის ერთ-ერთ მაგალითად ნახსენებია დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე. კონკრეტულად კი ანზორ ბოლქვაძის ნათესავების 3- მა კომპანიამ აჭარაში სახელმწიფო შესყიდვებიდან 2016-2020 წლებში 6 მილიონამდე ლარის შემოსავალი მიიღო.   სამივე კომპანიამ  უკონკურენტო პირობებში სახელმწიფო შესყიდვებიდან    2 317 773 ლარი მიიღო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში