მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 89 მილიონს გადააჭარბა. Worldometer-ის ინფორმაციით ბოლო 24 საათში ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რუსეთში, გარდაცვალების კი მექსიკაში ფიქსირდება. დღე ღამეში რუსეთში კორონავირუსი 23 309 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 470 პაციენტი. მექსიკაში კი კოვიდ 19-ს , 1 038 პაციენტი ემსხვერპლა, დაინფიცირდა 14 362.
საერთო მონაცემების მიხედვით კი კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ია გამოვლენილი, მას მოსდევს ინდოეთი, შემდეგ კი ბრაზილია. მეოთხე ადგილს რუსეთი იკავებს. დღევანდელი მონაცემებით მსოფლიო რუკაზე საქართველო მე-8 პოზიციაზეა.