თაფლის რეალიზაციის პრობლემა

08 იანვარი 2021, 14:43 1285 ნახვა

აჭარაში მეფუტკრეები თაფლის რეალიზაციის პრობლემებზე საუბრობენ. ამბობენ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით კი პანდემიის პირობებში თაფლზე მოთხოვნა შემცირდა და პროდუქციას ვეღარ ყიდიან.  მათი მომხმარებლები ძირითადად  ტურისტები, უცხოელი რეალიზატორები და რესტორნები იყვნენ, რომლებიც ახლა დაკეტილია. დახმარებას ადგილობრივ მთავრობას სთხოვენ. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ოფიციალურად მათთვის მეფუტკრეებს ჯერ არ მიუმართავთ.მინისტრის მოადგილის თქმით,  ისინი მზად არიან მეფუტკრეებთან ერთად იმსჯელონ  პრობლემებსა და მისი გადაჭრის გზებზე, ასევე მათ კომპეტენციის ფარგლებში დახმარება გაუწიონ . 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი