მასობრივი ხანძრები - დღე 3

07 იანვარი 2021, 20:03 1080 ნახვა

ტყისა და მინდვრის ხანძარი ცხრა ადგილზე ისევ ფიქსირდება. ცეცხლის ქრობის პროცესში 350 მეხანძრე-მაშველი,  40-მდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩართული.

მეხანძრე-მაშველები განაგრძობენ სალოკალიზაციო სამუშაოებს ონში, სოფელ საკაოში, ცაგერში, სოფელ ჩქუმში, ლაილაშსა და ზარაგულაში. რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის ხუთივე კერაზე იწვის ტყის ქვედა საფარი. მეხანძრე-მაშველები სალოკალიზაციო სამუშაოებს აგრძელებენ სამეგრელო-ზემო სვანეთშიც.

ტყის ქვედა საფარი და ეკალბარდი იწვის – ჯვარაში, სოფელ მუჟავაში, წალენჯიხაში, სოფელ სქურსა და ჩხოროწყუში. კასპში  ხანძარი დასახლებული პუნქტიდან 11 კილომეტრის დაშორებით არის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში