დღეიდან დაიწყო უქმე დღეები და კვლავ ამოქმედდა კორონავირუსის გამო შემოღებული შეზღუდვები. დაიკეტა მოლები და ტანსაცმლის მაღაზიები, მთავრობა გამოაქვეყნა იმ დაწესებულებათა სია, რომელიც 3-15 იანვრის პერიოდში იმუშავებს დისტანციურად ან სხვა ფორმით.
რესტორნები ისევ გატანის რეჟიმზე გადადიან, მოსახლეობა შეზღუდვების შემოღებას საერთო ჯამში მიესალმება, რაც შეეხება მოვაჭრეებს შემცირებულ კლიენტურაზე და აქედან გამომდინარე წარმოქმნილ პრობლემებზე საუბრობენ.