დღეს, 21:00 საათიდან მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ე.წ. კომენდანტის საათი ამოქმედდება. რის გამოც სრულად იკრძალება როგორც ქვეითად, ასევე კერძო ტრანსპორტით გადაადგილება. შეზღუდვა 05:00 საათამდე იმოქმედებს.
მოქალაქეები გადაადგილების შემთხვევაში დაჯარიმდებიან.
გადაადგილებაზე შეზღუდვა გამონაკლისის სახით, ახალი წლის ღამით, 31 დეკემბერს მოიხსნა. იგივე გამონაკლისი 6 იანვრის ღამესაც იქნება.