ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ახალი საქმე აღძრეს

30 დეკემბერი 2020, 11:43 825 ნახვა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ახალი საქმე აღძრა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ნავალნის საკუთარი ორგანიზაციებისთვის შემოწირულობის სახით მიღებული თანხიდან 356 მილიონი რუბლის მითვისებაში ადანაშაულებენ. ”გამოძიების თანახმად, ნავალნიმ, ხსენებული ორგანიზაციების დე ფაქტო ლიდერმა, რომელიც სხვა ადამიანებთან ერთად მოქმედებდა, ამ თანხიდან 356 მილიონი რუბლი პირადი მიზნებისთვის: პირადი ქონების, მატერიალური ფასეულობების შეძენის და ხარჯების დაფარვის, მათ შორის საზღვარგარეთ შვებულებების დასაფინანსებლად დახარჯა. ამგვარად, მოქალაქეებისგან შეგროვებული თანხა გაიფლანგა", - აღნიშნულია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მათი ცნობით, სქემაში ჩართული ყველა პირის იდენტიფიცირების მიზნით გამოძიება გრძელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში