საიას სარჩელი, 48 საათის განმავლობაში ადმინისტრაციული დაკავების შესახებ, საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა. სასამართლოს კოლეგიამ განსხვავებული მოპყრობა გაუმართლებლად, დისკრიმინაციულად და არაკონსტიტუციურად მიიჩნია. სასამართლომ სადავო ნორმა ძალადაკარგულად ცნო და პარლამენტს უფრო მცირე ადმინისტრაციული დაკავების ვადის დასადგენად დრო პირველ ივნისამდე მისცა.