ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ საქართველოს ეკონომიკის დანაკლისი 800 მლნ დოლარის ფარგლებში იქნება. ივანე მაჭავარიანის განცხადებით, პანდემიის გამო განსაკუთრებული ზიანი მიდგა ტურიზმის სექტორს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი მამოძრავებელ ძალას წარმოადგენდა.
თუმცა, ასევე დანაკლისი, ნაწილობრივ დააბალანსა საქართველოს მოქალაქეების ტურისტული ვიზიტებისა და იმპორტის შემცირებამ, მაგრამ სავაჭრო ბალანსი მაინც გაუარესდა, დაახლოებით, 700 მლნ დოლარით და 2 მილიარდ დოლარს მიაღწია.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მისი მნიშვნელოვანი გაუმჯობესება არც მომდევნო წელს არის მოსალოდნელი.