საქსტატი-უმუშევრობის დონე გაიზარდა და 17%-ს შეადგენს

28 დეკემბერი 2020, 15:35 1158 ნახვა

ახალი სტანდარტით, 2020 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 17 პროცენტი შეადგინა,- ამის შესახებ “საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც ახალი მეთოდოლოგიით დათვლილ მოსახლეობის ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებლებს ასახავს. „2020 წლის III კვარტალში დასაქმების დონე როგორც ქალებში, ასევე კაცებში შემცირებულია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შესაბამისად 1.7 და 0.7 პროცენტული პუნქტით”,-აღნიშნულია ანგარიშში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი