მენაშენეების აქცია ბათუმში

28 დეკემბერი 2020, 15:31 1208 ნახვა

ბათუმში, ანგისის 7 ნომერში შეჩერებულ მშენებლობას ის მოქალაქეები აპროტესტებენ,  რომლებიც აქ ბინებს უშედეგოდ ელოდებიან.  ამბობენ, რომ ინვესტორმა  კერძო მესაკუთრისგან ტერიტორია   კორპუსის აშენების პირობით  აიღო,   ბინების ნაწილი გაყიდა თუმცა პირობა არ შეასრულა, ახლა ისინი   მშენებლობის განახლებას და სანდო ინვესტორის შემოყვანას ითხოვენ. საუბრობენ თაღლითურ სქემაზეც და მიმართავენ საგამოძიებო უწყებებსაც დაინტერესდნენ აღნიშნული საკითხით.კომპანიაში  მოკლე განმარტება გააკეთეს  რომ პირობას შეასრულებენ და კორპუსი  აშენდება. პრეტენზიები აქვთ მომიჯნავედ მცხოვრებლებსაც. მათი თქმით, საკანალიზაციო ცენტრალური  მილი  მშენებლობის პროცესში დაზიანდა, რომლის აღდგენას მერიასაც სთხოვენ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში