ბარენცის ზღვაში რუსული გემი „ონეგა“ ჩაიძირა

28 დეკემბერი 2020, 11:50 1199 ნახვა

რუსული გემი „ონეგა“, რომელზეც მეთევზეები იმყოფებოდნენ, ბარენცის ზღვაში ჩაიძირა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბორტზე სულ 19 ადამიანი იმყოფებოდა, ორის გადარჩენა მოხერხდა, დანარჩენებს კი ამ დრომდე ეძებენ. შემთხვევა ახალი მიწის არქიპელაგთან ახლოს მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, "ონეგას" ჩაძირვის მიზეზი ყინულის მასა გახდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში