საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობისთვის დაკავებულ პოლიციელს ბრალს დღეს წაუყენებენ

27 დეკემბერი 2020, 12:25 904 ნახვა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ პოლიციის მაღალჩინოსანს, ვანო ზანდარაშვილს, ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ.

გუშინ მთელი დღის განმავლობაში იკითხებოდნენ პროკურატურაში მოწმეები, რომლებიც მკვლელობის თვითმხილველები არიან. მათ შორის არის თელავის მერიის მოქმედი თანამშრომელი, ლევან ბერძენაშვილი, რომელიც დაპირისპირების დროს დაიჭრა. შეგახსენებთ, მკვლელობა სოფელ იყალთოში 26 დეკემბერს, კომენდანტის დროს მოხდა.

საკუთარ ავტომობილში თელავის კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილემ, ვანო ზანდარაშვილმა, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ზურა საჩიშვილი, მოკლა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი