თბილისის მერიას გამოეყოფა 400 000 ლარი, საახალწლო ღონისძიებებში კულტურის სფეროს მოღვაწეთა მხარდასაჭერად - თურნავა 

25 დეკემბერი 2020, 12:25 1747 ნახვა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, თბილისის მერიას 400 000 ლარი გამოეყოფა, მას კი დავალება ექნება საახალწლო ღონისძიებაში კულტურის სფეროს წარომადგენლები და მუსიკოსები ჩართოს. 

ნათია თურნავას განმარტებით, რადგან რესტორნების მუშაობა აკრძალულია, ხოლო სასტუმროები გამკაცრებულ რეჟიმში მუშაობენ, საკოორდინაციო საბჭომ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო. 

''კულტურის მოღვაწეებს მუსიკოსებს ეხება. ჩვეულებრივ დროს პანდემიამდე ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულები საახალწლო ღონისძიებებში, რომელიც რესტორნებში თუ სასტუმროებში იმართებოდა. ახლა მოკლებულები არიან ამ შესაძლებლობას. არსებული შეზღუდვების გამო არ იფუნქციონირებენ რესტორნები, ჩვენ მკაცრად ავუკრძალეთ სასტუმროებს საახალწლო ღონისძიებების გამართვა. 

მივიღეთ გადაწვეტილება, თბილისის მერიას გამოეყოფა 400 000 ათასი ლარი. იმისათვის, რომ მან ჩართოს თავის მიერ ორგანიზებულ საახალწლო ღონისძიებაში, რაც შეიძლება მეტი მუსიკოსი და კულტურის მოღვაწე. 

თბილისის მერია გეგმავს სხვადსხვა საახალწლო  პროგრამას, უსაფრთხო რეჟიმში, მაყურებლის გარეშე, რომელიც ტელევიზიით გადაიცემა. 

ვფიქრობთ, რომ ეს სწორი და დროული გადაწყვეტილებაა, რომელიც  ბევრ კულტურის მოღვაწეს გაუხარდება, ამ რთულ ვითარებაში და შეზღუდვების  პერიოდში'' - განაცხადა ნათია თურნავამ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი