აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი არ ეთანხმება ნებისმიერ კანონს, რომელიც ოპოზიციის განვითარებას ზღუდავს.- ამის შესახებ მან ტელეკომპანია ფორმულასთან გიორგი თარგამაძის ინტერვიუში განაცხადა. კითხვა ოპოზიციური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნასა და პარტიების დაფინანსების შეწყვეტას, ანუ ქართული ოცნების მიერ შემუშავებულ კანონპროექტებს ეხებოდა. ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ ეს პროექტები მიღებამდე გადაიხედება. კელი დეგნანი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შეფასებისას გამოყოფს მიღწევებსაც, თუმცა აღნიშნავს, რომ არჩევნებს ზიანი მიაყენა უამრავმა სერიოზულმა დარღვევამ. მისივე თქმით, გასაჩივრების პროცესიც ხარვეზებით იყო სავსე. შედეგად კი ხალხმა დაკარგა ნდობა არამხოლოდ პროცესის, არამედ არჩევნების შედეგების მიმართ. ისაუბრა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე, საპარლამენტო არჩევნებზე, პანდემიის გამოწვევებსა და აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაზე.კელი დეგნანის განცხადებებს პოლიტიკოსები აფასებენ.