თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თქმით, დიდი ალბათობით პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას ქვეყანა ზაფხულში დაუბრუნდება. გადაცემა ,,თავისუფალ სივრცეში“ თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა,რომ ეპიდ სიტუაცია გაუმჯობესდა იმდენად, რისი მოლოდინიც იყო. მედიკოსი ამბობს, რომ შეზღუდვებიდან ორი კვირის შემდეგ სტაბილიზაცია სახეზეა და ახლა ინფიცირებულთა შემთხვევების კლებას ელოდებიან. თუმცა მისი შეფასებით, ქვეყანა ჯერ ისეთ სტაბილიზაციას ვირუსის გავრცელების კუთხით ვერ მიაღწევს, რომ სასწავლო პროცესი უშუალოდ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში აღდგეს. ე.წ-ლი წერტილოვანი შეზღუდვების ნაწილობრივ შემსუბუქება კი სწორ ნაბიჯად მიაჩნია.