თორნიკე რიჟვაძეს დღეს უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში უსმენენ

24 დეკემბერი 2020, 10:41 1266 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა აჭარის უმაღლეს საბჭოს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურა და მის მიერ დასახელებული მინისტრების კანდიდატურები დასამტკიცებლად გუშინ წარუდგინა. სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ კანდიდატს და მინისტრთა კაბინეტს აჭარის უმაღლესმა საბჭომ უნდა უყაროს კენჭი.

თორნიკე რიჟვაძეს დღეს საკანონმდებლო ორგანოს კომიტეტებში უსმენენ. მისი განცხადებით, მინისტრების კანდიდატურა იგივე დარჩა, რადგან კრიზისის დროს მნიშვნელოვანია, რომ გუნდი იყოს სტაბილური.

''არჩევნებში მონაწილეობიდან გამომდინარე, გარკვეულწილად განახლდა მთავრობის შემადგენლობა. განსაკუთრებით კრიზისის დროს მნიშვნელოვანია, რომ გუნდი იყოს სტაბილური და გააგრძელოს იმ კონკრეტული სამოქმედო გეგმის განხორციელება, რომელსაც დღემდე ვაკეთებთ'' - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა. 

თუ დეპუტატებმა წარდგენილ კანდიდატებს მხარი დაუჭირეს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი კვლავ მაია ხაჯიშვილი იქნება.

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე.

სოფლის მეურნეობის მინისტრი კი გიორგი სურმანიძე.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი