რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის შოთა ბურჯანაძის განცხადებით, თუ რესტორნებს გახსნის უფლება მინიმუმ 15 იანვრიდან არ მიეცემათ, შემდეგ ოპერირებას ვეღარ შეძლებენ. როგორც მან პრესკონფერენციაზე აღნიშნა, შეზღუდვის დიდხანს გაგრძელების პირობებში რესტორნებს იჯარით აღებული ფართების დატოვება მოუწევთ. ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გატანის სერვისზე გადავიდნენ.