ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და სწავლა 18 იანვარს განახლდება. სხვა წლებისგან განსხვავებით კორონავირუსის პანდემიის გამო სასწავლო კალენდარში ცვლილება შევიდა.
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში უქმე დღეები გამოცხადდა. 16 და 17 იანვარი შაბათ-კვირას ემთხვევა, ამიტომ ონლაინსწავლება 18 იანვარს, ორშაბათს განახლდება.
19 იანვარს ნათლისღების დღესასწაულზე მოსწავლეები კვლავ დაისვენებენ.