პარლამენტი მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატთა მოსმენას იწყებს

20 დეკემბერი 2020, 15:20 938 ნახვა

ხვალიდან პარლამენტი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას მიერ ნდობის გამოსაცხადებლად წარდგენილ მთავრობის შემადგენლობის მოსმენას იწყებს. მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატებთან ერთად, პარლამენტს ასევე წარედგინა სამთავრობო პროგრამა. მთავრობის შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ცვლილებაა - იუსტიციის მინისტრის პოსტზე გოჩა ლორთქიფანიძე წარადგინეს.

თემატური მოსმენები კომიტეტების გაერთიანებულ სხდომებზე 22 დეკემბერს გაგრძელდება. 23 დეკემბერს კი, მთავრობის წევრობის კანდიდატებთან შეხვედრა ფრაქცია “ქართული ოცნების“ ფორმატში გაიმართება, ხოლო 24 დეკემბერს პლენარულ სხდომაზე ნდობის მისაღებად გავა. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის - სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი