აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო MODERNA-ს ვაქცინა დაუშვეს

18 დეკემბერი 2020, 17:42 1001 ნახვა

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტვიტერში დაწერა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ „მოდერნას“ ვაქცინამ  ქვეყნის შიგნით გამოყენების ნებართვა მიიღო.  ტრამპმა დააკონკრეტა, რომ მიწოდება დაუყოვნებლივ დაიწყება. 

ვაქცინას ასევე  მიიღებენ კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყნები - გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი და იტალია. 

აშშ-ი კორონავირუსის გავრცელების კუთხით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. დაავადება 17 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, 310 ათასი პაციენტი გარდაიცვალა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი