საქართველოში კორონავირუსის 2635 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 49 პაციენტი 

18 დეკემბერი 2020, 10:57 1177 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 2 635 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 49 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 2 244 პირი. 

ინფიცირების ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 134 შემთხვევა, აჭარა - 230, იმერეთი - 338, ქვემო ქართლი - 216, შიდა ქართლი - 169, გურია - 66, სამეგრელო და ზემო სვანეთი - 199, კახეთი - 186, მცხეთა-მთიანეთი - 46, სამცხე-ჯავახეთი - 39, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 12.

''ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 30 449, საიდანაც, 6 680 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 867, აჭარაში - 798, იმერეთში - 1 350. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 148 პირი, მათ შორის, თბილისში - 523, აჭარაში - 134, იმერეთში - 269. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 427 პირი, მათგან თბილისში - 212, აჭარაში - 43, იმერეთში - 53. 2 183 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 775 - თბილისში, 1 062 - აჭარაში, 124 - იმერეთში. 21 586 პირი მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 468 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 235, აჭარაში - 87, ხოლო იმერეთში - 7'' - განაცხადა ბერდია სიჭინავამ. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი