ორგანიზაცია ,,ალტერნატივას“ ლიდერს ხათუნა ბერიძეს სასამართლომ 1000 ლარის გადახდა დააკისრა. პროკურორი მისთვის 3 ათასი ლარის, ხოლო გოგიტა სოლომონიძისთვის 2 ათასი ლარის დაკისრებას ითხოვდა. სასამართლო სხდომა დისტანციურად გაიმართა.
დაცვის მხარის ადვოკატმა თენგის კახიძემ ბრალდებულებისთვის მინიმალური გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა. გირაოს გადახდის ვადად 80 დღე განისაზღვრა.