მეხუთე მოწვევის უმაღლესი საბჭო პირველ პლენარულ სხდომას მართავს. დღეს განსახილველ საკითხებს შორის ერთ ერთი მთავარი აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტია. 21 წევრიან საკანონმდებლო ორგანოში უფლებამოსილების ცნობის დღეს მხოლოდ ქართული ოცნების დეპუტატები შეიკრიბნენ. უკვე ცნობილია, რომ ოპოზიციიდან მხოლოდ ერთი დეპუტატი შედის უმაღლეს საბჭოში, რესპუბლიკური პარტიის უკვე ყოფილი წევრი ირაკლი ჩავლეიშვილი.