ირაკლი ჩავლეიშვილი პირველი და ამ დროისთვის ერთადერთია, ვინც ოპოზიციის სახელით მოპოვებული მანდატით სარგებლობა გადაწყვიტა. იგი აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების კომიტეტის წევრი იქნება. მან უკვე დატოვა “რესპუბლიკური” პარტია და მიზეზად თანაგუნდელებისგან „რადიკალურად განსხვავებული“ პოზიცია დაასახელა.
ჩავლეიშვილი ამ დრომდე მედიასთან კონტაქტზე არ გამოსულა.