საახალწლო ლოკდაუნი ნიუ-იორკში

16 დეკემბერი 2020, 17:09 992 ნახვა

კორონავირუსის პანდემიის გამო ახალი წლის აღნიშვნა ნიუ-იორკის თაიმს-სქვერის მოედანზე ვირტუალურ რეჟიმში გაიმართება.  ქალაქის მკვიდრებისა და სტუმრებისთვის ნებადართული არ იქნება    31 დეკემბრის საღამოს მოედანზე შეკრება.  ცერემონიის ნახვა  ტელე და ინტერნეტ ტრანსლაციით პირდაპირ ეთერში იქნება შესაძლებელი. 

სპეციალურად მოწყობილ ზონაში რამდენიმე ადამიანს მაინც დაუშვებენ, თუმცა ყველა მათგანმა კორონავირუსზე ტესტი უნდა ჩააბაროს და შეზღუდვები დაიცვას. 

114 წლის განმავლობაში ნიუ-იორკი ახალ წელს თაიმს-სქვერზე მრავალათასიანი შეკრების გარეშე შეხვდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი