აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომის პარალელურად მიმდინარე აქციაზე 7 აქტივისტი დააკავეს. აქციის წევრები სამართალდამცველებმა პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავეს. დაკავებას წინ უძღოდა სიტყვიერი დაპირისპირება.აქტივისტებმა უმაღლესი საბჭოს შენობასთან აქცია პერფორმანსი გამართეს.საკანონმდებლო ორგანოსთან ნაგვის ურნები მიიტანეს, რომლებზეც მეხუთე მოწვევის აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების ფოტოები ჰქონდათ გაკრული. ასევე სტიკერების გაკვრას ცდილობდნენ უმაღლესი საბჭოს ღობეზე.