სამართალდამცველებმა დღეს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის ბრალდებული ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა მიზეზი თუ რატომ მოხდა ბადრი ესებუას ძმის დაკავება არ აკონკრეტებენ.
ცნობისთვის 21 ოქტომბერს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3 მუხლით მიმდინარეობს.