საქართველოში გასულ 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 3 907 ახალი დადასტურებული შემთხვევა,ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ბერდია სიჭინავას განცხადებით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 907 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 064 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 7 843 PCR ტესტით.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 780 პირი, გარდაიცვალა 50.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 907 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 588 შემთხვევა, აჭარა-333, იმერეთი-599, ქვემო ქართლი-263, შიდა ქართლი-263, გურია-114, სამეგრელო - ზემო სვანეთი-299, კახეთი-243, მცხეთა-მთიანეთი-83, სამცხე-ჯავახეთი-94, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-28.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 30 995, საიდანაც, 6 817 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.